ჩოგბურთი

13:19 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცონგა გაურკვევლობაშია

 გასულ უიმბლდონზე არაერთმა ჩოგბურთელმა მიიღო ტრავმა, რის გამოც მატჩის შეწყვეტა მოუხდა. ერთ-ერთი მათგანი აფროფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგაა, რომელმაც მესამე წრეში ლატვიელ ერნესტს გულბისთან პაექრობისას მუხლი დაიზიანა და ამის გამო, შესაძლოა, ამერიკის ღია პირველობაზეც ვერ იასპარეზოს.

“მუხლი კვლავ დაზიანებული მაქვს, ამიტომაც კონკრეტული საასპარეზო გეგმის შემუშავებას ვერა და ვერ ვახერხებ. მყესები სერიოზულად ვიღრძე, ამიტომაც 2 კვირაში მწყობრში ჩადგომა არარეალურია. ექიმები მეუბნებიან, რომ აღნიშნული დაზიანება დიდწილად გადაღლილობითაა გამოწვეული, ამიტომაც ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს სარეაბილიტაციო პროცესი. შესაძლოა, ამას 2 თვემდე დასჭირდეს, არაა გამორიცხული, მკურნალობას ნახევარი წელიწადიც კი მოვანდომო. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატზე გამოვალ. იმ დროისთვის ტრავმა დიდი ალბათობით უნდა მოვირჩინო. თუმცა, ერთიცაა – გაურკვეველია, შევძლებ თუ არა სათანადო ფორმის აკრებას. ამიტომაც კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ. მომხდარს ერთი პლუსიც აქვს, კარგა ხანია არ დამისვენია და ახლა შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მომეცა”, - განუცხადა ჟურნალისტებს გაურკვევლობაში მყოფმა ჟო ვილფრიდ ცონგამ.

0.11691