ბულგარელი ფეხბურთელი ვალერი ბოჟინოვი თავის ექსშეყვარებულს, მომღერალ ალისიას ბავშვის ალიმენტს უხდის, რამდენიმე დღის წინ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. საქმე ისაა, რომ ბოჟინოვი თავის ახლანდელ ცოლთან, ნიკოლეტასთან ერთად იმ ბარში შევიდა, სადაც ალისია და მისი ახალი სატრფო ნიკოლაი მიხაილოვი ტკბილად ჭუკჭუკებდნენ.
რა მოხდა მანამდე, არავისთვისაა ცნობილი, მაგრამ ნაშუაღამევს ორ ქალბატონს შორის მდგომარეობა დაიძაბა და სიტყვიერი კამათი გაჩაღდა. ნიკოლეტა თავის ახლანდელი მდგომარეობით სარგებლობდა და ალისიას უყვიროდა, შეეწყვიტა ფულის გამოძალვა ვალერისთვის. მას გაუმაძღარი უწოდა და ურჩია, დახმარება მდიდარი მეგობრებისთვის ეთხოვა.
არც ალისიამ დაიხია უკან: “მან ბავშვი გამაჩენინა და ვალდებულია, ალიმენტი უხადოს. სანამ შენც გააჩენდე, იფიქრე, რომ კიდევ ერთი შვილის შენახვას ვერ შეძლებს”, - არ ეცემოდა ბეჭებზე ალისია. ეს კონფლიქტი, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება და საინტერესოა, სადამდე მივა ლამაზმანების დაპირისპირება და როგორ აისახება ეს ყოველივე ბოჟინოვის სპორტულ კარიერაზე.