თამაშგარე

13:00 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი სპორტსმენები ქალთა უფლებების შესახებ

ქალთა უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა ევროპულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა სპეციალური წიგნი გამოსცეს, სადაც ცნობილი სპორტსმენი ქალები საკუთარი ისტორიების შესახებ პროზაული სახით ისაუბრებენ და ამ გზით ეცდებიან, რომ ჩაგრული ქალები მათ უფლებებს აზიარონ.

ზემოთაღნიშნული იდეის ერთ-ერთი ავტორი, ქალთა უფლებადამცველი, ვინმე ჯულია სანტიანა ამბობს, რომ წარმატებული და ცნობილი ქალი სპორტსმენები ბევრი ქალისათვის არიან მისაბაძნი და მათი მაგალითი შესაძლებელია მრავალი დადებითი ფაქტორის საფუძველი გახდეს.

როგორც უკვე ცნობილია, პატარა ავტობიოგრაფიულ მოთხრობებს დაწერენ ცნობილი ჩოგბურთელი ქალები: მარია შარაპოვა, ანა ივანოვიჩი და შტეფი გრაფი. ქალთა უფლებადამცველები ამ პროექტში სპორტის სხვა სახეობებში მოღვაწე ქალების ჩართვასაც აპირებენ და როგორც ნავარაუდევია, ეს წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისა გამოვა.

 

0.135685