ჩოგბურთი

18:01 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი იტალიელი ჯანლუკა მაგერი იქნება.

მეოთხედფინალში ცივაძემ მე-7 რეიტინგის მქონე სირიელი ისამ ტავეელი 7:5, 6:4 დაამარცხა. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს პირველი რეიტინგის მქონე ჩილელი კრისტობალ საავედრა-კორვალანი და რუსი დანიილ მედვედევი ითამაშებენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მე-6 განთესვით მოასპარეზე ალექსანდრე მეტრეველს 6:3, 6:1 სძლია.

წყვილთა ტურნირში ნიკა დოლიძემ და მიხეილ ხმიადაშვილმა თურქ ოზტუზუნთან და ხსენებულ ტავეელთან 1:6, 4:6 წააგეს.

თელავშივე მიმდინარე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძე მე-8 ნომრად განთესილ ებრაელ სარაი შტერენბახს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 6:2, 4:6.

0.115917