ჩოგბურთი

12:41 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ფინალის საგზური ვერ მოიპოვა

თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 10-ათასი დოლარი გახლავთ, ბოლო ქართველი მონაწილე გამოეთიშა.

ნახევარფინალურ ეტაპზე გიორგი ცივაძე მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და 6:7 (7:9), 4:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, ფინალში აპენინელის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი დანიილ მედვედევი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ალექსანდრე მეტრეველი დაჯაბნა, ნახევარფინალში კი პირველი განთესვის მქონე ჩილელ საავედრა-კორვალანს 4:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრელება ვეღარ მოახერხა.

0.133133