კალათბურთი

14:19 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის შვიდიდან შვიდი

გიორგი ცინცაძის “დონეცკს” უკრაინულ სპერლიგაში კვლავაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს. მორიგ ტურში დონეცკელებმა ლვოვში “გალიჩინას” 89:61 სძლიეს და ეს გუნდისთვის მიჯრით მე-7 გამარჯვება გახლდათ.

ქართველმა კალათბურთელმა 20:04 წუთს ითამაშა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მეტოქეზე 40 ქულით (!) მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ცინცაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულას 1 მოხსნა და 3 პასი წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.

“დონეცკი” ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, მორიგ შეხვედრას კი 25 ნოემბერს კიევში “ბუდიველნიკთან” ჩაატარებს.

0.123997