უკრაინული სუპერლიგის მორიგ ტურში გიორგი ცინცაძის “დონეცკი” კრივოი როგში “კრივბასს” ესტუმრა და 78:67 სძლია. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი ტაიმი 9 ქულით დათმო, თუმცა, მეორე ნახევარში აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულად იმარჯვა.
ცინცაძემ მოედანზე 22:28 წუთი გაატარა და 1 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ბენ მაკკოლი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი მოაგროვა. “დონეცკმა” ერთადერთი მარცხის ფონზე მე-9 მოგება მიითვალა და სუპერლიგის სათავეში რჩება.
ცინცაძის კლუბს მომდევნო მატჩი 20 დეკემბერს “ოდესას” წინააღმდეგ