გიორგი ცინცაძის “დონეცკის” და ყუბანის “ლოკომოტივის” მატჩში რუსული კლუბი უდავო ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, უკრაინულმა გუნდმა სენსაცია მოახდინა და რუსები 86:76 დაამარცხა.
ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 22:40 წუთი გაატარა და მასპინძლებს 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
დონეცკელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ. ბენ მაკკოლიმ 25 ქულა ჩააგდო, ხოლო ბერნარდ კინგმა 16 ქულა და 10 პასი მიითვალა.
ცინცაძის კლუბმა 8 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება. დონეცკელებს მომდევნო მატჩი 15 დეკემებერს ელით, როდესაც რუსულ “უნიქსს” ესტუმრებიან.