კალათბურთი

1:31 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” ლიდერებში გადაინაცვლა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის სუპერლიგაში მე-11 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში იუჟნის “ხიმიკთან” ერთად გალიდერდა. დონეცკელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ კროვოი როგის “კრივბასთან” არცთუ იოლი ბრძოლა გადაიტანეს, თუმცა, საბოლოოდ 77:69 იმარჯვეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 13:02 წუთი გაატარა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები იყვნენ. ბენ მაკკოლიმ 19 ქულა ჩააგდო, მარკო კილინგსვორტმა 13 ქულას 12 მოხსნა წაამატა, ხოლო ბერნარდ კინგის მონაგარი 10 ქულა და 11 პასი იყო.

“დონეცკს” უკრაინის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 იანვარს სტუმრად “კიევთან” ელის, 12-ში კი ვთბ-ლიგის ეგიდით ჩეხურ “ნიმბურკს” ესტუმრება.

0.115355