კალათბურთი

0:18 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინულ სუპერლიგაში მე-13 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჩემპიონატის მე-15 ტურში დონეცკელებმა “გოვერლას” უმასპინძლა და ძალიან იოლად – 90:69 სძლიეს.

ქართველი უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 18:34 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“დონეცკის” რიგებში 16-16 ქულით საუკეთესონი ამერიკელები – მარკო კილინგსვორტი და ბენ მაკკოლი იყვნენ. საინტერესოა, რომ მათ აქტივში 7-7 მოხსნა ჰქონდათ და სარგებლიანობიც კოეფიციენტიც იდენტური (24) აღმოაჩნდათ.

ცინცაძის კლუბი შიდა ასპარეზზე მორიგ მატჩს 5 თებერვალს ჯერაც ტრავმირებული ლევან ფაცაციას “დნიპრო-აზოტის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომ 2 თებერვალს ვთბ-ლიგის ეგიდით, დონეცკელები პოლონურ “ტუროვს” დაუხვდებიან.

0.115382