გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინულ სუპერლიგაში მძიმე გამარჯვება იზეიმა. დონეცკელები “კიევთან” გასვლით შეხვედრაში 17 ქულას აგებდნენ, თუმცა, მობილიზება შესძლეს და 81:80 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:21 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 1 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა გამარჯვება ამერიკელ ლეგიონერთა წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. ბერნარდ კინგმა 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო მარკო კილინგსვორტმა 19 ქულა ჩააგდო.
“დონეცკმა” მე-14 ტურში მე-12 გამარჯვება იზეიმა და იუჟნის “ხიმიკთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ცინცაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 31 იანვარს “გოვერლას” წინააღმდეგ