კალათბურთი

20:01 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკი” ლიტველებს ვერ გაუმკლავდა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვთბ-ლიგის ეგიდით ლიტვურ “ლიეტუვას რიტასს” უმასპინძლა და უშანსოდ – 68:89 წააგო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21:00 წუთი გაატარა და 4 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. უკრაინული გუნდის მხრიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ამერიკელები – მარკო კილინგსვორტი და ბერნარდ კინგი იყვნენ.

“დონეცკმა” ვთბ-ლიგის A ჯგუფში 4 მოგების წილ მე-2 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. ცინცაძის კლუბს მომდევნო მატჩი ისევ შინ რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდთან” ელის 1 დეკემბერს. 

0.115373