კალათბურთი

22:46 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 16 ქულა და “დონეცკის” რევანში

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და უკრაინული სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი “აზოვმაში” 78:69 (21:17, 11:22, 24:15, 22:15) დაამარცხა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში დონეცკელები მარიუპოლელებთან მეოთხედფინალურ სერიაში დამარცხდნენ, ასე რომ, ამჯერად მცირე რევანშის აღება მოახერხეს, რაშიც ქართველმა მცველმა დიდი წვლილი დაიდო.

ცინცაძემ, რომელსაც “დონეცკში” ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია, სასტარტო ხუთეულში იყო და გუნდს 16 ქულა შესძინა. გიორგიზე უკეთ მხოლოდ ამერიკელი ცენტრი მარკო კილინგსვორტი გაისარჯა, რომლის აქტივშიც ორმაგი დუბლი (16 ქულა, 13 მოხსნა) გახლდათ.

0.116032