კალათბურთი

23:42 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 15 ქულა “აზოვმაშთან”

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინულ სუპერლიგაში მე-2 მატჩი მოიგო და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.

დონეცკელებმა მარიუპოლის “აზოვმაშს” 79:71 სძლიეს. ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26:31 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

დონეცკელთა რიგებში ცინცაძის გარდა 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი გადასცდა: კილინგსვორტი (16), კინგი (11) და იაკოვლევი (11). მარიუპოლელთაგან საუკეთესო კიკერტი იყო 21 ქულით.

დონეცკელებს ჩემპიონატში მორიგი მატჩი 30 ოქტომბერს “დნიპროს” წინააღმდეგ ელით, 20-ში კი ვთბ-ლიგის ეგიდით ჩეხურ “ნიმბურკს” დაუპირისპირდებიან.

0.112