კალათბურთი

0:39 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე სუპერლიგის ლიდერია

გიორგი ცინცაძის “დონეცმა” უკრაინულ სუპერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ჩემპიონატს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.

დონეცკელები ამჯერად ივანო-ფრანკოვსკს ესტუმრნენ და ადგილობრივ “ჰოვერლას” პირველი საშინაო მარცხი აგემეს – 69:63.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 17:49 წუთში კი 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 შეცდომა დაუშვა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი მარკო კილინგსვორტი იყო, რომელმაც 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

“დონეცკს” მომდევნო შეხვედრა უკვე 22 ნოემბერს ელის, როდესაც ლვოვის “პოლიტექნიკა-გალიჩინას” ესტუმრებიან.

0.113789