მაკედონიის ჩემპიონმა “მზტ სკოპიე აეროდრომმა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სპეციალურ პრეს-კონფერენციას, გუნდის ტექნიკურ დირექტორ ვიდოია სეკულოსკისთან და მთავარ მწვრთნელ ზმაგო საგადინთან ერთად, ყველა ის კალათბურთელი ესწრებოდა, რომლებიც მომავალ სეზონში სკოპიელთა ღირსებას დაიცავენ.
საგადინის განცხადებით, გუნდის მთავარი მიზანი ადრიატიკის ლიგაში წარმატებული თამაში იქნება და ლიდერებიც სწორედ ამ ტურნირში დაიტვირთებიან, ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში კი, ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეები გაირჯებიან.
სლოვენიელი მწვრთნელის განცხადებით, გუნდი დატოვეს გამოცდილმა ტოდორ გეჩევსკიმ, გორგი ჩეკოვსკიმ, დამიან სტოიანოვსკიმ და ალეკსანდარ კოსტოსკიმ, ამდენად, სკოპიეში, ფაქობრივად ახალი გუნდის შენება იწყება, რომლის ერთ-ერთი დასაყრდენი ქართველი უკანახაზელი იქნება.
Eurobasket.com-ის ვერსიით, ცინცაძე მაკედონიის ჩემპიონის სასტარტო ხუთეულში ითამაშებს, სადაც მის გარდა ამერიკელები
ცნობისთვის, ადრიატიკის ლიგაში “მზტ სკოპიე აეროდრომის” მეტოქეები სერბული, ხორვატული, ჩერნოგორიული, სლოვენიური, უნგრული და ბულგარული კლუბები იქნებიან. სკოპიელებს პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს ხორვატიაში “მეგა ვიზურასთან” ელით, მანამდე კი ორ ამხანაგურ ტურნირში ითამაშებენ.