გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის ჩემპიონატში მე-10 მატჩი მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
ქართველი კალათბურთელის კლუბმა “ოდესასთან” საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი 2 ქულით დათმო, თუმცა, მეორე ნახევარში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და 95:74 იმარჯვა.
ცინცაძემ მოედანზე 24:22 წუთი გაატარა და დონეცკელებს 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შესძინა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში 14-14 ქულით საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები – მარკო კილინგსვორტი და ბერნარდ კინგი იყვნენ. ამ უკანასკნელმა 10 პასიც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
“დონეცკს” უკრაინულ სუპერლიგაში მომდევნო შეხვედრა უკვე 22 დეკემბერს იუჟნის “ხიმიკის” წინააღმდეგ