კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის 4 შეხვედრა დამთავრედა, ერთი – “ტორპედო” – “დინამო” მაყურებელთა მინდორზე გასვლისა და ჩხუბის გამო ჩაიშალა, ერთიც – “ზესტაფონი” – “მერანი” მოგვიანრებით გაიმართება.
ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის, 58-ე წუთზე, როცა “დინამო” 2:0 იგებდა, მინდორზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეცვივდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. მათ ჯერ “დინამოს” ფეხბურთელებზე გაიწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი კარს უკან “დინამოს” ფანკლუბისკენ გინებით და ქვების სროლით გაიქცნენ. პასუხად სტუმარმა ქომაგებმა პლასტიკური სკამები დააყარეს მასპინძლებს. მალე სამართალდამცავებმა განმუხტეს სიტუაცია. გაწევ-გამოწევა სტადიონის გარე პერიმეტრზე გაგრძელდა. მატჩი ორივე გუნდის თანხმობით შეწყდა.
ამ ამბის ფონზე დანარჩენი შეხვედრების შედეგები მეორე პლანზე გადავიდა. ცხრილშიც ჯერჯერობით გაურკვევლობაა. ერთი რაც გაირკვა: “ვიტ ჯორჯია” საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა.
გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (43), 2:0 გიორგი ნიქაბაძე (81)
სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 თემურ შონია (24), 2:0 ირაკლი ეხვაია (58)
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძეE(53), 1:1 გიორგი კორიფაძე (82)
მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)
გოლები: ვალერი აბრამიძე (42, 51)
ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) – ჩაიშალა
58-ე წუთისთვის “დინამო” გიორგი პაპუნაშვილისა (მე-8 წთ) და გიორგი მერებაშვილის (18) გოლებით 2:0 იგებდა.
ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)
9 მარტი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
მსაჯები: თ. ხუჭუა, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)
პირველ წრეში: 2:0
1. | დინამო (თბ) | 20 | 14 | 3 | 3 | 48:16 | 45 | |
2. | ჩიხურა | 21 | 11 | 5 | 5 | 39:31 | 38 | |
3. | ზესტაფონი | 20 | 10 | 4 | 6 | 27:15 | 34 | |
4. | გურია | 21 | 11 | 0 | 10 | 25:27 | 33 | |
5. | სიონი | 21 | 9 | 6 | 6 | 27:22 | 33 | |
6. | მეტალურგი | 21 | 8 | 6 | 7 | 25:25 | 30 | |
7. | დილა | 21 | 7 | 8 | 6 | 26:21 | 29 | |
8. | ვიტ ჯორჯია | 21 | 7 | 5 | 9 | 26:28 | 26 | |
9. | ტორპედო | 20 | 7 | 5 | 8 | 22:26 | 26 | |
10. | სპარტაკი | 21 | 6 | 2 | 13 | 18:30 | 20 | |
11. | ზუგდიდი | 21 | 4 | 5 | 12 | 10:30 | 17 | |
12. | მერანი | 20 | 4 | 3 | 13 | 15:37 | 15 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;