ძიუდო

17:53 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილმა იპონით დაიწყო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად განთესილი ქართველი, შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკასთან შეხვედრით და მეტოქე წუთსა და 15 წამში დასცა ბეჭებზე.

მეთექვსმეტედფინალში, ჭრიკიშვილის მეტოქე არგენტინელი ემანუელ ლუცენტი იქნება.

ცოტა ხანში, საქმეში 81 კილოგრამშივე მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი, ლევან წიკლაური ჩაერთვება. ისიც მეორე წრით იწყებს, ჩეხ იარომირ მუსილთან შეხვედრით.

 

0.113353