საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რუსეთის ქალაქ ტიუმენში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და პირად რეიტინგს 280-280 ქულა შემატეს.
რეპეშაჟის ფინალში ჭრიკიშვილმა კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე იუკოთი დაამარცხა. ლიპარტელიანმა კი ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ ახერს მტკივნეული ილეთით სძლია.
ცოტა ხანში რუსულ ტატამზე ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავა, რომელსაც ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება.