საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა, ბრაზილიურ ტატამზე მეოთხე შეხვედრაც ადვილად მოიგო – ფრანგ ალენ შმიტს განძრევის საშუალება არ მისცა და მსაჯს პასიურობისთვის, ორწუთნახევარში ოთხჯერ გააფრთხილებინა. შეგახსენებთ, შმიტთან დაჭიდებამდე, ჭრიკიშვილმა ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა, არგენტინელი ემანუელ ლუცენტი და ირანელი ამირ გასემ ნეჯადი იპონ-იპონ ჩამოიცილა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 23 საათიდან დაიწყება და ნახევარფინალში, ქართველი ძიუდოისტი რუს ივან ნიფონტოვს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში, ფრანგი ლუის პიეტრი და მონღოლი უგანბაატარ ოტგონბაატარი იჭიდავებენ. ამ უკანასკნელმა, მსოფლიოს ჩემპიონატს მეთექვსმეტედფინალიდან ლევან წიკლაური გამოთიშა.