ძიუდო

10:39 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი რეპეშაჟის ფინალშია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) ტოკიოს “დიდ სლემზე” ბრინჯაოს მედალს ერთი მოგება აშორებს. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება, ვისთანაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დამარცხდა.

დამამშვიდებელ ეტაპზე ჭრიკიშვილი მეოთხედფინალიდან გადაერთო, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან წაგების შემდეგ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით უშანგი მარგიანმაც იჭიდავა და ტურნირი მერვედფინალში სტივენსთან მარცხით დაასრულა. 73 კილოგრამში კი კიმონო ფრიდონ გიგანმა მოირგო და პირველსავე წრეში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, იაპონელ რიკი ნაკაიასთან შებოჭვით წააგო.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი ვებ-გვერდ www.ippon.tv-ის გარდა GMG-ზეც გადაიცემა.

0.147867