საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა, წინა ოთხი შეხვედრის მსგავსად, ნახევარფინალიც იპონით მოიგო – მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე კი მტკივნეული ილეთით მოუმთავრა საქმე.
ფინალში ჭრიკიშვილი ფრანგ ლუის პიეტრის დაუპირისპირდება.