ძიუდო

19:17 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი მერვედფინალშია, წიკლაური - მეთექვსმეტედფინალში

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა. ევროპის ქართველმა ჩემპიონმა, ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკას იპონით ძლევის შემდეგ, არგენტინელი ემანუელ ლუცენტი იპონითვე ჩამოიცილა 2 წუთსა და 17 წამში და წინ ირანელ ამირ გასემი ნეჯადთან დაპირისპირება ელის.

ამავე წონაში მოჭიდავე ლევან წიკლაურმა, ჯერ მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა - ჩეხი იარომირ მუსილი 2 წუთსა და 18 წამში დასცა ბეჭებზე და მეთექვსმეტედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარს დაუპირისპირდება. 


 

0.115501