რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), მესამე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკასა და არგენტინელი ემანუელ ლუცენტის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მან ირანელ ამირ გასემ ნეჯადსაც ადვილად აჯობა – ორ წუთსა და 13 წამში ბეჭებზე დასცა.
მეოთხედფინალში, ჭრიკიშვილის მეტოქე ფრანგი ალენ შმიტი იქნება.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით ლევან წიკლაურმაც იჭიდავა. კარგადაც დაიწყო – ჩეხი იარომირ მუსილი ორ წუთში გააკრა ტატამს, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში, მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართან იუკოთი დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.