თამაშგარე

13:47 | 10.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ კორეაში ქალებს ბილიარდის თამაშს უკრძალავენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი რელიგიურ ფუნდამენტალიზმს არ ეფუძნება, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური წრეები ხშირად სწორედ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ერთი შეხედვით სწორედ რელიგიური ფუნდამენალიზმითაა ნაკარნახები.
ცოტა ხნის წინათ გავრეცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ქალებს შესაძლოა ბილიარდის თამაში აუკრძალონ. ამ სულელური აკრძალვის ინიციატორები თურმე მიიჩნევენ, რომ ბილიარდის მოთამაშე ქალი ვულგარული, სექსუალური და შესაბამისად, ”გარყვნილების აპოლოგეტია”.
ეს რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარიყო, არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ კორეელები ცოტა სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია და რთული სათქმელია, რამდენად შეეგუებიან ასეთ დიდ სისულელეს. ყველა ტირანული რეჟიმის საბოლოო შედეგები, ალბათ, მაინც აკრძალვების დაწესებაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ბილიარდის აკრძალვა რაღაც უფრო ახალი და საზარელია...
 

0.150326