თამაშგარე

12:08 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭორი შარაპოვასა და დიმიტროვის გარშემო

მსოფლიოს ყვითელ პრესას ახალი საჭორაო თემა მიეცა. სახელგანთქმული რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, პაპარაცებმა მილანში ცნობილ ბულგარელ ჩოგან გრიგორ დიმიტროვთან ერთად სეირნობისას, მარია რომ არ ელოდა, ისეთ დროს გამოიჭირეს.
ევროპელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მარია თავის საქმროს, კალათბურთელ საშა ვუაიჩიჩს ნიშნობის შემდეგ დაშორდა და მარტო იქარვებს დარდებს. ახლა კი დიმიტროვთან ერთად სადარდებელი აღარ ექნება. სხვა თუ არაფერი, კოლეგები არიან და ერთმანთში სალაპარაკო ნამდვილად არ გამოელევათ, რაც მარიას უარყოფითი მოგონებების დავიწყებაში დაეხმარება. თუმცა, შეიძლება მხოლოდ საუბრითაც არ შემოიფარგლნონ...

0.163381