თამაშგარე

11:06 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭორები ბალაკის შესახებ

გერმანულ ბულვარულ მედიაში ხმა გავარდა, ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს, ბუნდესნაკრების ყოფილ კაპიტანს, მიხაელ ბალაკს, თითქოს მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი სიმონე ლამბე შორდება. გაშორების მიზეზი ამჯერადაც ბანალურია – ქმრის ღალატი.

მიუხედავად იმისა, რომ არც გერმანელ ფეხბურთელს და არც მის ცოლს, ეს ამბავი არ დაუდასტურებიათ (თუმცა არც უარყვიათ) გერმანულმა მედიამ უკვე დაიწყო მკითხაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ამ ერთი შეხედვით წყნარ და სანიმუშო ოჯახში ასეთი ამბავი.

“ყვითელი“ პრესის ჟურნალისტები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ შესაძლებელია სულაც არ იყო მოგონილი შარშანდელი სკანდალი, როდესაც ბალაკი მავან შვედ პორნო-ვარსკვლავათან ერთად კაფეში დააფიქსირეს. მაშინ ბალაკმა ფიცი-მტკიცი დაიწყო, ცოლისათვის ღალატი არც მიფიქრიაო, მაგრამ მოდი და დაუჯერე თუ ბიჭი ხარ...

0.165759