გერმანიის ქალაქ როსტოკში დასრულებულ წყალში მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 20 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში წარმატებას მიაღწია ჭოლა ჭანტურიამ.
ქართველმა წყალმხტომელმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 372 ქულით, 26 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
3-მეტრიან ტრამპლინზე ჩემპიონობა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, რუსმა ილია ზახაროვმა მოიპოვა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური