თამაშგარე

11:01 | 26.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთი – სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობა

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ჩოგბურთი სექსუალურობის მხრივ სპორტის ერთ-ერთი პირველი სახეობაა და მომავლის პერსპექტივებით, სპორტის ეს სახეობა მომავალში კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს შემოიკრებს.
როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ქალში სინაზე და სიკეკლუცე იზიდავთ, სინამდვილეში მათ აქტიური და ვერცხლისწყალივით მოძრავი ქალები უყვართ. ჩოგბურთელი გოგონები კი, ამ მხრივ მართლაც რომ განსაკუთრებულები არიან.
როგორც გაირკვა, იმ მამაკაცებმაც კი, რომლებსაც სპორტი საერთოდ არ აინტერესებთ, სპორტსმენი ქალებიდან, როგორც წესი, ჩოგბურთელების გვარები იციან და განსაკუთრებით, რუსი ჩოგბურთელი გოგონები მოსწონთ. ამერიკელი ფსიქოლოგები ჩოგბურთის შემდეგ ყველაზე სექსუალურ სახეობად მხატვრულ ტანვარჯიშს მიიჩნევენ.

ვიდეო
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.178421