თამაშგარე

13:00 | 26.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთი ცათამბჯენზე

ATP Malaysian Open-ის ფავორიტებმა, 30 წლის ესპანელმა დავიდ ფერერმა და 28 წლის არგენტინელმა ხუან მონაკომ კუალა-ლუმპურის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ჩოგბურთი ითამაშეს. სიმბოლური მატჩი სავაჭრო ცენტრ Intermark-ის 65-ე სართულზე შედგა.
“კუალა-ლუმპურში დაბრუნება შესანიშნავია. აქ ორჯერ ვიასპარეზე, მაგრამ, ტიტულის მოპოვება ვერ შევძელი. იმედია, წლეულს გავიმარჯვებ, თუმცა საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავს”, - განაცხადა ფერერმა.
“კუალა-ლუმპურში პირველად ვარ და ქალაქი ძალიან მომეწონა”, - დაურთო მონაკომ.
 

0.116651