25 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ელენა ვესნინამ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში ლონდონში უიმბლდონის მონაწილეთათვის მოწყობილ წვეულებაზე ისაუბრა.
“უიმბლდონში გამართულ ბანკეტზე მწვანე კაბით გამოვცხადდი და მწვანე ხალიჩაზე გავიარე. საზეიმოდ გამოწყობილი გოგონების ხილვა ძალიან სასიამოვნო იყო. ყველანი ულამაზესები იყვნენ”, - დაწერა ელენამ.
აქვე გეტყვით, რომ წვეულებას ანა ივანოვიჩი, მარია შარაპოვა, დები უილიამსები, კაროლინე ვოზნიაცკი და სხვა ჩოგბურთელებიც ესწრებოდნენ.