კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. დღის და საერთოდ მეორე წრის მთავარმა მატჩმა “ჩიხურასა” და “დინამოს” შორის, გაამართლა და ვერც გაამართლა. გაამართლა იმიტომ, რომ ბევრი გოლი გავიდა, თბილისელებმა წლევანდელ სეზონში კიდევ ერთხელ დიდი ანგარიშით დაამარცხეს უშუალო კონკურენტი – 5:1 (პირველ წრეში 6:1). ხოლო ვერ გაამართლა იმიტომ, რომ ნათლად გამოჩნდა - “დინამოს” წლეულს სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს.
ჰეთ თრიქი შეასრულა ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა. სხვათა შორის, ჩისკო საჩხერელების რისხვად იქცა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მან “ჩიხურას” 12 გოლი გაუტანა (აქედან სამჯერ ჰეთ თრიქი).
“ტორპედომ” რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო. “დილამ” ზედიზედ მეორედ წააგო. ხოლო გამოუცნობი “გურია” ახალგახსნილ საკუთარ “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სპარტაკთან” დამარცხდა. აი, “ზესტაფონმა” კი წლეულს მიჯრით მესამედ გაიმარჯვა.
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:5 (1:3)
გოლები: 0:1 გიორგი პაპუნაშვილი (9), 1:1 გიორგი გაბედავა (21), 1:2 ჩისკო (პენ, 38), 1:3 გიორგი მერებაშვილი (43), 1:4, 1:5 ჩისკო (59, 63)
სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
გოლი: 1:0 ვალერი აბრამიძე (42), 1:1 ოთარ კვერნაძე (65), 1:2 მამუკა ღონღაძე (85)
მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 0:2 (0:1)
გოლი: 0:1, 0:2 გიორგი კუხიანიძე (პენ, 28, 56)
ზუგდიდი – დილა (გორი) 2:1 (0:1)
გოლი: 0:1 ვახტანგ კვარაცხელია (39), 1:1 ლუკა გუგუჩია (54), 2:1 ზვიად სიხარულია (56)
გაძევება: ვახტანგ კვარაცხელია (90)
გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 თორნიკე თუხარელი (66)
1 | დინამო (თბ) | 20 | 14 | 3 | 3 | 48:16 | 45 |
2 | ჩიხურა | 20 | 11 | 5 | 4 | 39:29 | 38 |
3 | ზესტაფონი | 20 | 10 | 4 | 6 | 27:15 | 34 |
4 | გურია | 20 | 10 | 0 | 10 | 23:27 | 30 |
5 | სიონი | 20 | 8 | 6 | 5 | 25:22 | 30 |
6 | მეტალურგი | 20 | 8 | 6 | 6 | 25:23 | 30 |
7 | დილა | 20 | 7 | 7 | 6 | 25:20 | 28 |
8 | ტორპედო | 20 | 7 | 5 | 8 | 22:26 | 26 |
9 | ვიტ ჯორჯია | 20 | 7 | 4 | 9 | 25:27 | 25 |
10 | სპარტაკი | 20 | 5 | 2 | 13 | 16:30 | 17 |
11 | ზუგდიდი | 20 | 4 | 5 | 11 | 10:28 | 17 |
12 | მერანი | 20 | 4 | 3 | 13 | 15:37 | 15 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;