ფეხბურთი

18:12 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” ქობულეთში “შუქურა” დაამარცხა

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად ქობულეთის “შუქურა” 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში არჩილ ბაჯელიძე გახსნა, ხოლო გიორგი გაბედავამ 63-ე წუთზე თანაფარდობა აღადგინა. გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა.

ორშაბათს, სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “შუქურამ” მშობლიურ “ჩელე არენაზე” მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაატარა. საპასუხო შეხვედრას “ჩიხურა” ივანწმინდაში 23 აპრილს ჩაატარებს.

0.116765