საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე–7 ტურში, ცხინვალის „სპარტაკმა“ მორიგი მარცხი იწვნია. ცხინვალელებმა მიმდინარე სეზონში რიგით მე–6 მარცხი გორის „დილასთან“ მატჩში იწვნიეს.
შედეგიანი ფრე დაფიქსირდა „სიონისა“ და „ჩიხურას“ მატჩში, „მეტალურგმა“ კი, „ზუგდიდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„დინამო“ – „მერანისა“ და „ზესტაფონი“ – „გურიას“ მატჩები ამ წუთებში მიმდინარეობს.
„დილა“ (გორი) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 გორელიშვილი (45), 2:0 მოდებაძე (58პ.), 3:0 მოდებაძე (63), 3:1 ნანუაშვილი (87)
„სიონი“ (ბოლნისი) – „ჩიხურა“ (საჩხერე) 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (45), 1:1 სამხარაძე (84), 2:1 მიკუჩაძე (84), 2:2 ჭელიძე (90)
„მეტალურგი“ (რუსთავი) – „ზუგდიდი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ფიფია (75)
1. | დინამო | 7 | 4 | 2 | 1 | 12:5 | 14 | ||
2. | ჩიხურა | 7 | 4 | 1 | 2 | 15:10 | 13 | ||
3. | მერანი | 7 | 4 | 1 | 2 | 10:8 | 13 | ||
4. | ტორპედო | 6 | 3 | 3 | 0 | 6:3 | 12 | ||
5. | დილა | 7 | 3 | 2 | 2 | 10:8 | 11 | ||
6. | მეტალურგი | 7 | 3 | 2 | 2 | 7:9 | 11 | ||
7. | გურია | 7 | 3 | 1 | 3 | 6:8 | 10 | ||
8. | ვიტ ჯორჯია | 6 | 2 | 2 | 2 | 7:5 | 8 | ||
9. | სიონი | 7 | 2 | 2 | 3 | 9:9 | 8 | ||
10. | ზესტაფონი | 7 | 1 | 2 | 4 | 5:7 | 5 | ||
11. | ზუგდიდი | 7 | 1 | 2 | 4 | 3:10 | 5 | ||
12. | სპარტაკი | 7 | 1 | 0 | 6 | 3:11 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.