ფეხბურთი

15:22 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” ჯარიმის სახით 25000 ევროს გადაიხდის

უეფამ ქართველის ქომაგების მიერ ბაქოს “ბაქსელ-არენაზე” გამოფენილი ბანერის გამო, საჩხერის “ჩიხურა” 10000 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საჩხერელთა პრესსამსახურში აცნობეს.

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოს “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის, ქართველებმა სტადიონზე გამოფინეს ბანერი, რომელსაც გამოსახულ რუქაზე კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყო. ამას ინციდენტი მოჰყვა, რომელიც საკმაოდ გახმაურდა და საბოლოოდ, უეფამ თავისი ვერდიქტი გამოიტანა.

მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბურსასფორთან” საშინაო მატჩის დროს ქართველი ქომაგების მიერ რასიზმის გამოვლენის გამო, უეფამ “ჩიხურას” 15000 ევროს გადახდა დაავალა. საბოლოო ჯამში, საჩხერლებს 25000 ევროს გადახდა მოუწევთ.

თეგებიჩიხურა
0.131476