ფეხბურთი

13:27 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძეს ულტიმატუმი წაუყენეს

ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს კლუბის პრეზიდენტმა აინარ ბექიროვმა ულტიმატუმი წაუყენა.

ზაქათალელები ზედიზედ მეორე ტურია მოედანს უქულოდ ტოვებენ და ამ ფაქტმა ბექიროვი საკმაოდ ააღელვა. ის ჩიხრაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს შეხვდა.

Sportal.az-ის ინფორმაციით, ბექიროვმა კრებაზე გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილება არ დამალა, ცუდი შედეგის მიზეზით დაინტერესდა და მთელ გუნდს უსაყვედურა.

“შეიძლება მოიგო და წააგო, მაგრამ ზედიზედ ორმა მარცხმა დაგვაფიქრა. აუცილებლად გონს სწრაფად უნდა მოვეგოთ. გამარჯვებას მომდევნო ტურშივე ველი. ამ წაუგებელს სერიას ბოლო უნდა მოეღოს” – განაცხადა კრებაზე ბექიროვმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში “სიმურგი” სტუმრად ბაქოს “ინტერს” ეთამაშება.


0.123912