ფეხბურთი

14:24 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძეს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს

 

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სააპელაციო-საექსპერტო კომიტეტმა, ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირა.

განვლილი სეზონის მიწურულს, “ბაქისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა ქომაგმა ჩიხრაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და რადგან ქართველმა მწვრთნელმა “ხურდა” დაუბრუნა, 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს.

სააპელაციო-საექსპერტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩიხრაძის დისკვალიფიკაცია ექვს მატჩამდე შემცირდა, ხოლო დანარჩენ 4 თამაშში პირობითი სასჯელი განუსაზღვრეს. თუ ის მომავალში ანალოგიურად მოიქცევა, ხსენებულ 4 შეხვედრაშიც გუნდის თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუწევს.


0.12651