ფეხბურთი

17:30 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძემ “სიმურგთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთის ქართველმა სპეციალისტმა ზაქათალელებს თავისი მომავალი კიდევ ორი წლით დაუკავშირა.

“სიმურგში” გადასვლამდე ჩიხრაძე ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ზაქათალაში ის 2012 წლის გაზაფხულზე გადავიდა და გუნდი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. გასულ სეზონში, თბილისის “ამერის” ყოფილმა თავკაცმა გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე გაიყვანა. სეზონის მიწურულს მას ერთ-ერთ გულშემატკივართან ინციდენტი მოუვიდა, რის შედეგად 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. თუმცა, მოგვიანებით ნაწილობრივ შეიწყალეს და ძალაში 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუტოვეს.


0.117148