ულამაზესი რუმინელი მოდელი, ბეატრისა ჩირიტა, სამი წლის წინ თურმე რუმინელი ფეხბურთელის, ადრიან მუტუს საიდუმლო საყვარელი იყო. ეს ამბავი ბეატრისამ რამდენიმე დღის წინ გაამხილა და იქვე დასძინა, რომ ამ ამბის გამხელით, მუტუს ოჯახის დანგრევა არ უნდა.
ბეატრისა ამჟამად კვლავ გასათხოვარია და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ვლახეთის მამაკაცთა მოდგმა, მასზეა შეყვარებული. მშვენიერი ბეატრისა დღესდღეობით იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა, რუმინეთშიც ხშირად ცადის, სადაც არაერთ თამამ ფოტოგადაღებებში იღებს მონაწილეობას.
ადრიან მუტუს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ბეატრისა ჩირიტას ”აღიარებასთან” დაკავშირებით. თუმცა, სავარაუდოდ, მას რუმინელი ლამაზმანის მხრიდან მათ ძველ ტრფობაზე ლაპარაკი არ გაუხარდებოდა. მით უმეტეს, რომ ადრიანი ამჟამად ცოლინი კაცია.