კალათბურთი

19:01 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური კლუბები კალათბურთით სერიოზულად დაინტერესდნენ

NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი, 34 წლის ელ ჰარინგტონი კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთში გაემგზავრა, რომელმაც ამ ქვეყნის საკალათბურთო კლუბ „ფუანთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.

ბოლო დროს ჩინეთის საკალათბურთო კლუბები დიდ ინტერეს იჩენენ NBA-სა და ევროპის წამყვან გუნდებში მოთამაშე კალათბურთელების მიმართ. მათ შორისაა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჯეიკობ პულენი. ბოლოს იგი ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „ბარსელონაში“ თამაშობდა,  ახალი 2014-15 წლების საკალთბურთო სეზონის დაწყების წინ კი კარიერის გაგრძელება ჩინეთში გადაწყვიტა.

0.134421