კალათბურთი

14:47 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთი, ბრაზილია, საბერძნეთი...

მეოთხე “უაილდ ქარდისთვის” კი ვაჭრობაა გაჩაღებული

იტალიური Il Corriere dello sport-ის ცნობით, 2014 წლის საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ე.წ. “ველურ ბარათებს” ჩინეთი, ბრაზილია და საბერძნეთი მიიღებენ, მე-4 იღბლიანის ვინაობა კი ჯერაც უცნობია, თუმცა, უმთავრეს პრეტენდენტებად თურქეთი, იტალია და რუსეთი მოიაზრებიან.

აპენინური გამოცემის თანახმად, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ს “უაილდ ქარდისთვის” მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა. რუსეთს საკუთარი წინადადება ჯერაც არ დაუკონკრეტებია, თურქეთს კი იტალიაზე გაცილებით უკეთესი შანსები გააჩნია, რადგანაც ზურგს უმდიდრესი სპონსორები უმაგრებენ – Turkish Airlines და Beko.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ფიბა “ველური ბარათების” მფლობელთა ვინაობას ოფიციალურად 1 თებერვალს გაახმოვანებს.

0.12581