ჩინურ სააგენტო “სინხუანის” ინფორმაციით, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში სუნ იანი გაურკვეველი ვადით გარიცხეს ჩინეთის ნაკრებიდან.
ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტმა, სადაც სპორტსმენი ვარჯიშობს, მას შემდეგ მიიღო, როდესაც გაირკვა, რომ სუნ იანი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. იგი, ამ მომენტში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა - 21 წლის სპორტსმენი თავისი “პორშეთი” ავტობუსს შეეჯახა. იგი 2.000 იუანით და 7 დღიანი პატიმრობით დააჯარიმეს. სუნ იანი პირველი ჩინელი სპორტსმენი არაა, რომელიც დისციპლინის დარღვევისთვის დაისაჯა. მასსავით ოლიმპიური ჩემპიონი ვან მენი, სიმთვრალეში ატეხილი ჩხუბისთვის 2011 წელს, 400 დღით იქნა ჩამოშორებული სპორტულ კარიერას.