ჩოგბურთი

11:28 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩის ისტორიული გამარჯვება

 

ამერიკის ღია პირველობის 2014 წლის ფინალში ხორვატმა მარინ ჩილიჩმა იაპონელი კეი ნიშიკორი საკმაოდ იოლად 6:3, 6:3, 6:3 დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო.

2002 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატი რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფმა ლეგენდარულმა პიტ სამპრასმა მოიგო და მას შემდეგ, ხორვატი პირველი ათეულის მიღმა ჩოგბურთელია (მე-16), რომელმაც ამერიკაში იმარჯვა.

საერთოდაც, ჩილიჩი მეორე ხორვატი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ეს მანამდე, მისმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა 2001 წელს უიმბლდონზე გამარჯვებით შეძლო.

ამ მოგებით ხორვატმა ჩოგბურთელმა 3 მილიონი დოლარი დაიმსახურა, ხოლო იაპონელ კეი ნიშიკორის ფინალში გასვლისთვის 1450000 დოლარი ერგო.

გიორგი ბალახაძე

0.122586