მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სამხრეთ ამერიკის ზონაშიც დასრულდა. ბრაზილიაში თამაშის უფლება მოიპოვეს არგენტინამ, კოლუმბიამ, ჩილემ და ეკვადორმა, ურუგვაელებს კი, პლეი ოფში მოუწევთ მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა.
ოსკარ ტაბარესის გაწვრთნილებმა გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე არგენტინელებს უმასპინძლეს და დაამარცხეს კიდეც, მაგრამ ბრაზილიაში ასპარეზობის უფლება ვერ გაინაღდეს.
მატჩის პირველ ტაიმში, ურუგვაელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ „ალბისელესტემ“ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 49–ე წუთზე გაიტანეს – ედინსონ კავანი მეკარესთან თითქმის პირისპირ აღმოჩნდა და აუღებელი დაატყა. ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა 3:2 იმარჯვა და პლეი ოფში, იორდანიის ნაკრებთან ჯახი ელის.
ურუგვაის მსგავსად, 25 ქულა აქვს ეკვადორსაც, მაგრამ ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით, მუნდიალზე თამაშის უფლება მაინც განაღდებული აქვს. ბოლო ტურში, ეკვადორელები ჩილეს ესტუმრნენ და შინ დამარცხებულნი დაბრუნდნენ. მასპინძლებმა ალექსის სანჩესისა და გარი მედელის გოლების წყალობით პირველსავე ტაიმში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, სტუმრებმა კი, მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს – 2:1.
საკვალიფიკაციო ეტაპი მე–2 ადგილზე დაასრულა კოლუმბიის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო მატჩში პარაგვაის ეროვნულ გუნდს სძლია. პარაგვაელები მატჩის დებიუტში გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ მარიო იეპესის დუბლმა 3 ქულა კოლუმბიელებს მოუტანა.
რაც შეეხება პერუსა და ბოლივიის ნაკრებთა მატჩს, გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს – 1:1.
ურუგვაი – არგენტინა 3:2 (2:2)
გოლები: 1:0 კ.როდრიგესი (5), 1:1 მ.როდრიგესი (15), 2:1 სუარესი (34პ.), 2:2 მ.როდრიგესი (41), 3:2 კავანი (49)
გაფრთხილება: ლამელა (18)
ჩილე – ეკვადორი 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 სანჩესი (35), 2:0 მედელი (38), 2:1 კაისედო (66)
გაფრთხილებები: სანჩესი (36), არანგისი (70) – ერასო (36), ვალენსია (40), აიოვი (83)
პარაგვაი – კოლუმბია 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 როხასი (6), 1:1 იეპესი (38), 1:2 იეპესი (56)
გაფრთხილებები: ნუნიესი (50), გომესი (67) – გუარინი (27), სანჩესი (42)
გაძევება: გუარინი (31)
პერუ – ბოლივია 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 იოტუნი (19), 1:1 ბეხარანო (45)
გაფრთხილებები: ლობატონი (46), ვარგასი (88) – ვეისაგა (90), ბეხერანო (90)
1. | არგენტინა | 16 | 9 | 5 | 2 | 35:15 | 32 | |
2. | კოლუმბია | 16 | 9 | 3 | 4 | 27:13 | 30 | |
3. | ჩილე | 16 | 9 | 1 | 6 | 29:25 | 28 | |
4. | ეკვადორი | 16 | 7 | 4 | 5 | 20:16 | 25 | |
5. | ურუგვაი | 16 | 7 | 4 | 5 | 25:25 | 25 | |
6. | ვენესუელა | 16 | 5 | 5 | 6 | 14:20 | 20 | |
7. | პერუ | 16 | 4 | 3 | 9 | 17:26 | 15 | |
8. | ბოლივია | 16 | 2 | 6 | 8 | 17:30 | 12 | |
9. | პარაგვაი | 16 | 3 | 3 | 10 | 17:31 | 12 |
ბომბარდირები: ლუის სუარესი (ურუგვაი) – 11, ლიონელ მესი (არგენტინა) – 10, რადამელ ფალკაო (კოლუმბია), გონსალო იგუაინი (არგენტინა) – 9, ფელიპე კაისედო (ეკვადორი) – 7.