კალათბურთი

0:57 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკვილაძე “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა

ბექა ჩიკვილაძე (195 სმ. 74 კგ.), რომელმაც გასული სეზონი თბილისის “დინამოში” დაასრულა, მომავალ ჩემპიონატს უკვე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” რიგებში შეხვდება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” აკადემიელთა სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ჩიკვილაძე ამპლუით ფორვარდია და იგორ კოკოშკოვის მიერ დასახელებულ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდა და დიდი შანსია, 8 ივლისიდან ქვეყნის უპირველესი გუნდის პირველ შეკრებაშიც ჩაერთოს.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო 

0.115648