ირანულ რეშტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-4 ტურში ივერი ჭიღლაძემ (2380) თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ აზერ მირზოევთან (2540) წააგო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და ირანელ ეშან მაგამი გაემთან (2547) ერთად გალიდერდა.
ჭიღლაძე 3.0 ქულით მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ბაჩანა მორჩიაშვილი (2335), რომელიც შავებით ირანელ ჯაფარ ხამისის (2175) დაუზავდა, 2.0 ქულით 65-ე პოზიციაზეა.
მე-5 ტურში ჭიღლაძე შავი ფიგურებით ირანელ სადეგის (2160) გაეჯიბრება, მორჩიაშვილი კი თეთრებით ერაყელ მოჰამად აკო კარდოს (2079) ეთამაშება.