ჭადრაკი

23:14 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიღლაძე პირველობასთან ახლოსაა

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის დასკვნითი ტურის წინ მეწინავე პოზიციას ინარჩუნებს საერთაშორისო ოსტატი ივერი ჭიღლაძე (2369).

ლიდერის ანგარიშზე 8-დან 6.5 ქულაა და მას ბოლო ტურში ყაიმიც ყოფნის სანუკვარი საგზურის მოსაპოვებლად. შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას  I-IV ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ.

6 ქულით II-III ადგილებს გიგა ყუფარაძე (2515) და სოფიო გვეტაძე (2139) ინაწილებენ, 5.5 ქულა აქვთ აქტივში ალექსანდრე ყაშაშვილს (2356), დავით ბენიძეს (2510) და ნიკა ჩხაიძეს (2138).

დასკვნით ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გვეტაძე – ჭიღლაძე, ყაშაშვილი – ყუფარაძე, ბეჭვაია – ბენიძე და ჩხაიძე – მორჩიაშვილი. 

0.113987