ჭადრაკი

18:23 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიღლაძე პირველ ადგილზეა

ირანში გრძელდება ტრადიციული საჭადრაკო შეჯიბრი 12th Khazar International Open Chess Tournaments, რომლის უძლიერეს A ჯგუფშიც 2 ქართველი ჩაება: ივერი ჭიღლაძე (2380) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2335).

3 ტურის თავზე ჭიღლაძეს კიდევ 6 მოჭადრაკის დარად ქულათა მაქსიმუმი გააჩნია, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველ ადგილზეა.

მძიმედ აიღო სტარტი მორჩიაშვილმა, რომელმაც თავი 1.5 ქულას მოუყარა და მხოლოდ 62-ე პოზიციაზე იმყოფება.

9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-4 ტურში ჭიღლაძე თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ აზერ მირზოევს (2540) ეთამაშება, ხოლო მორჩიაშვილი შავებით ირანელ ჯაფარ ხამისის (2175) გაეჯიბრება. 

 

 

0.121965