სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:46 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიღლაძე ირანში მე-2 ადგილზეა

ირანის ქალაქ რეშტში გრძელდება ტრადიციული საჭადრაკო მემორიალი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ივერი ჭიღლაძე (2380) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) იცავენ.

ქართველთაგან უკეთ ჭიღლაძე ირჯება, რომელმაც ექვს ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილი უკავია.

მის წინ მყოფ ირანელ მაგამი გაემს (2547) 5.5 ქულა გააჩნია.

რაც შეეხება მორჩიაშვილს, იგი 4.0 ქულით 29-ე პოზიციაზეა.

9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ირანელებს დაუპირისპირდებიან. ჭიღლაძე შავებით საიედ ალავის (2458) ეთამაშება, ხოლო მორჩიაშვილი თეთრი ფიგურებით – ადნან ნადიმიფარს (2202).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113772